საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 06/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
467
06/10/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 06/10/2006
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №467

2006 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი შემდეგი კანონპროექტები:

ა) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”,„თამბაქოს სფეროში სამეწარმეო საქმიანობის წესების განსაზღვრის შესახებ”, „ნავთობპროდუქტების სფეროში სამეწარმეო საქმიანობის წესების განსაზღვრის შესახებ” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 18.01.06 წ, №1/13);

ბ) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 10.11.05 წ, №1/368);

გ) „საქართველოს მთავრობის წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 31.05.06 წ, №1/179).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრიზ. ნოღაიდელი