დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 464 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 27/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №464
2006 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება №2 დანართში მითითებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, მათ შორის, პირველი პუნქტიდან მეცამეტე პუნქტის ჩათვლით შემდგომი პრივატიზების მიზნით, ხოლო დანართის მეთოთხმეტე პუნქტიდან მეთექვსმეტე პუნქტის ჩათვლით მითითებული საზოგადოებების შემდგომი შერწყმის (გაერთიანების) მიზნით ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1-1/979 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ზემოაღნიშნული ქონების გადაცემის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები