სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის შესახებ

  • Word
სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 261
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 261, 10/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
261
10/06/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 261, 10/06/2006
000000000.00(0).000.000000
სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №261

2006 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის შესახებ

1. მოხმარებულ ელექტროენერგიაზე მომატებული ღირებუ­ლების კომპენსაცია მიეცეთ იმ ოჯახებს, რომლებიც რეგის­ტრირებული არიან „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონის­ძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების შესაბამისად ფორმირებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” და მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 200 001-ზე.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს ამ განკარგუ­ლების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიების შედგენა-მომზადება რეგიონების მიხედვით და მათი გადაცემა შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიებისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის.

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური):

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად შედგენილი სიების საფუძველზე უზრუნ­ველყოს თითოეული ოჯახისათვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის ნაწილობრივი კომპენსაციის დამადას­ტურებელი სახელობითი დოკუმენტის (ვაუჩერის) დაბეჭდვა და მისი კუთვნილისამებრ გადაცემა ამ შეღავათებით მოსარგებლე აბონენტთათვის;

ბ) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით ენერგეტიკის სამინისტრო­სათვის ამ დანიშნულებით გამოყოფილი ასიგნებებიდან განა­ხორ­ციელოს ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებზე განკარგულებით გათვალისწინებული სოციალურად დაუც­ველი ოჯახებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის კომპენ­საციის ღირებულების ყოველთვიური ანაზღაურება კომპენსაციის დამა­დას­ტურებელი სახელობითი დოკუმენტის (ვაუჩერის) საფუძ­ველზე აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოდგენილი ანგა­რიშების შესაბამისად.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორცი­ელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ვ. ჭიპაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრი           ზ . ნოღაიდელი