დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 229 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 16/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №229
2007 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
„ ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქ. რუსთავის მერიას ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოუყოს – 4 991 468 (ოთხი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი ათას ოთხას სამოცდარვა) ლარი:
ა.ა) ტაშკენტის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.ბ) თოდრიას II ჩიხის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.გ) თოდრიას III ჩიხის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.დ) ქუთაისის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.ე) ლეონიძის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.ვ) XVII მ/რაიონის გზის საფარის აღდგენისათვის;
ა.ზ) XII მ/რაიონის გზის საფარისა და წყალსადენის აღდგენისათვის;
ა.თ) მესხიშვილის I გასასვლელის გზის საფარისა და წყალსადენის აღდგენისათვის;
ა.ი) მაიაკოვსკის ქუჩის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.კ) ტაშკენტის მოედნის წყალსადენის რეაბილიტაციისათვის;
ა.ლ) ქუთაისის მოედნის საფეკალო კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად.“.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები