დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. ბათუმის აეროპორტში საჰაერო მოძრაობის მართვის კოშკის, სანავიგაციო ოფისის, სატრანსფორმატორო ქვესადგურისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 220 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 5, 10/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №220
2007 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
ქ. ბათუმის აეროპორტში საჰაერო მოძრაობის მართვის კოშკის, სანავიგაციო ოფისის, სატრანსფორმატორო ქვესადგურისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
1. ქ. ბათუმის აეროპორტში საჰაერო მოძრაობის მართვის კოშკის, სანავიგაციო ოფისის, სატრანსფორმატორო ქვესადგურისა და დამხმარე ნაგებობების ქვეყნისათვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ეთხოვოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას საჰაერო მოძრაობის მართვის კოშკის, სანავიგაციო ოფისის, სატრანსფორმატორო ქვესადგურისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები