„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 დეკემბრის №573 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 03/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
242
03/06/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 03/06/2006
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 დეკემბრის №573 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №242

2006 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 დეკემბრის №573 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესე­ბული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქარ­თველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 დეკემ­ბრის №573 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

1. განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქარ­თველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გან­საზ­ღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 66 000 (სამოცდაექვსი ათასი) ლარი, მათ შორის:”.

2. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. №1 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტა­მენტს გამოეყოს 11 200 (თერთმეტი ათას ორასი) ლარი;”.

3. განკარგულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. №4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 4 200 (ოთხი ათას ორასი) ლარი;”.

4. განკარგულების №1 და №4 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული დანართების შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი

 დანართი № 1

დაჯილდოებულია ვახტაგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით

№

სახელი, გვარი

თანხა

1

ვალერიან (ვალერი) ვაშაკიძე

1000

2

ტარიელ მახარაძე

1000

სულ

2 000

დაჯილდოებულია ვახტაგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით

№

სახელი, გვარი

თანხა

1

გურამ გეწაძე

1000

2

ვალერიან (ვალერი) ვაშაკიძე

1000

სულ

2000

დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის”

№

სახელი, გვარი

თანხა

1

დათო ხახალეიშვილი

400

2

დავით სანიკიძე

400

3

ავთანდილ ცირდავა

400

4

გიორგი კალანდაძე

400

5

ლევან ფავლენიანი

400

სულ

2 000

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით

№

სახელი, გვარი

თანხა

1

მიხეილ ჩინჩალაძე

600

2

ავთანდილ გელავა

600

3

ომარ ჟიჟავაძე

600

4

გერონტი კუხალეიშვილი

600

5

აკაკი დარასელია

600

6

ვახტანგ გურული

600

7

მანანა სტურუა

600

8

ვალერიან რევიშვილი

600

9

თემურ ჯიჯიაშვილი

600

10

ნუგზარ ნეფარიძე

600

სულ

6 000

დანართი №4

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით

№

სახელი, გვარი

თანხა

1

გიორგი (გოგი) გეგეჭკორი

600

2

ნელი ალექსიძე

600

3

თამარ ელიოზიშვილი

600

4

დავით სულთანიშვილი

600

5

მიხეილ მურაჩაშვილი

600

6

ტატიანა გომელაური

600

7

მარინე უთმელიძე

600

სულ

4 200