დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის რაიონის გამგეობისათვის ოზურგეთის რაიონის ტერიტორიაზე 29.65 ჰექტარი შავიზღვისპირა ზოლის ათი წლის ვადით იჯარით გაცემის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 234 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 31/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №234
2006 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
ოზურგეთის რაიონის გამგეობისათვის ოზურგეთის რაიონის ტერიტორიაზე 29.65 ჰექტარი შავიზღვისპირა ზოლის ათი წლის ვადით იჯარით გაცემის თანხმობის მიცემის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს ოზურგეთის რაიონის გამგეობის წინადადება (გამგეობის 2006 წლის 9 აპრილის № 289 წერილი) და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2006 წლის 11 მაისის სხდომის ოქმი № 3, საკითხი 2), რომ ათი წლის ვადით იჯარით გაიცეს ოზურგეთის რაიონის ტერიტორიაზე 29.65 ჰექტარი შავიზღვისპირა ზოლი, აქედან: დაბა ურეკის ტერიტორიაზე – 12.5 ჰექტარი და სოფელ ნატანების შეკვეთილის ტერიტორიაზე – 17.5 ჰექტარი.
2. ნება დაერთოს ოზურგეთის რაიონის გამგეობას, რომ იჯარით გასცეს განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ტერიტორია.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები