სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მართვის კომიტეტის შექმნის შესახებ

  • Word
სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მართვის კომიტეტის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 229
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 31/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
229
31/05/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 31/05/2006
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მართვის კომიტეტის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №229

2006 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მართვის კომიტეტის  შექმნის შესახებ

საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოცი­აციის 2006 წლის 10 მარტის „სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფინანსური ხელშეკრულებით” ნაკისრი ვალდებულებების შესრუ­ლების მიზნით:

1. პროექტის მართვის კომიტეტში საქართველოს მხარის მონაწილეობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ალექსი ალექსიშვილი

–

საქართველოს ფინანსთა მინისტრი,

კომიტეტის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე

–

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

დიმიტრი გვინდაძე

–

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომიტეტის მდივანი

ირაკლი კოვზანაძე

–

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

ზურაბ სოსელია

–

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

2. კომიტეტმა უზრუნველყოს „სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის” განმახორციელებელი ჯგუფის შემადგენლობისა და „სახელმწი­ფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის” საოპერაციო სახელმძღვანელოს დამტკიცება.

3. კომიტეტმა იმოქმედოს „სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის” საოპერაციო სახელმძღვანელოს შესაბამისად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი       ზურაბ ნოღაიდელი