სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 17/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
220
17/05/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 17/05/2006
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 220

2006 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელ­მწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ” საქარ­თველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის 26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას პრივატიზების მიზნით საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო ქო­ნება დანართის მიხედვით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) განკარგულების შესასრულებლად უზრუნ­ველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი

 

დანართი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში

გადასაცემი სახელმწიფო ქონების ნუსხა

 

დასახელება

მისამართი

შენობის

ფართობი კვ.მ

დაკავებული

მიწის ფარ-

თობი კვ.მ

საწყისი

საბალანსო

ღირებულება

 ლარი

ნარჩენი

საბალანსო

ღირებულება

  ლარი

1.

სალიბაურის

სამთავრობო

რეზიდენცია

ხელვაჩაურის

რაიონი, სოფელი სალიბაური

1197,7

177400

მონაცემი

არ არის

1287742

(შეფასებულია

აუდიტის მიერ,

გათვალისწინებუ-ლია მიწის

ნაკვეთის ღირებულებაც)

2.

საქართველოს

პედაგოგთა

კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ბათუმის ლიკვიდირებული

ინსტიტუტის

შენობის ფართობი და წილობრივად და

მაგრებული მიწა

ქ. ბათუმი,

ლ. ასათიანის/

რუსთაველის

1-29

1212,95

810 საერთო

საკუთრების

1212,95/1309,72

ნაწილი

24913

18275