„ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 09/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
205
09/05/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 09/05/2007
000000000.00(0).000.000000
„ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №205

2007 წლის 9 მაისი

ქ. თბილისი

ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებსაქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის მიზნით ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად:.

2. განკარგულებას დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

31. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა უზრუნველყოს სიღნაღის საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების (შპს ჯანმრთელობა, ქ. სიღნაღი, დ. აღმაშე-ნებლის №15) შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და 2007 წლის 1 აგვისტომდე ამ სამუშაოთა დასრულება. ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროგრამის (საბიუჯეტო კოდი 35 29 02) ასიგნების ფარგლებში.“.

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     . ნოღაიდელი