ზემო აფხაზეთში მრამბის ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების შესახებ

  • Word
ზემო აფხაზეთში მრამბის ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 09/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
203
09/05/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 09/05/2007
000000000.00(0).000.000000
ზემო აფხაზეთში მრამბის ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 203

2007 წლის 9 მაისი

ქ. თბილისი

ზემო აფხაზეთში მრამბის ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების შესახებ

1. ქვეყნისათვის მრამბის ჰიდროელექტროსადგურის (ზემო აფხაზეთი) განსაკუთრებული და სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ეპუნქტისა და 201 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის გამგეობას უზრუნველყოს გამარტივებული წესით მრამბის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის (სამშენებლო დოკუმენტაციის) შეთანხმება და მისი ექსპლუატაციაში მიღება.

2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ მრამბის ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრის გაზრდისათვის მიმდინარე წელს განხორციელდება საჭირო სახელმწიფო შესყიდვა.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილა-ური).   

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        ზ. ნოღაიდელი