დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №27 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 202 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 09/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №202
2007 წლის 9 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №27 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 17.04.07 №1-1/613 ბრძანების გათვალისწინებით შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №27 განკარგულებაში და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისში, წერეთლის გამზირის №110/ბაქრაძის ქ. №3/5-ში მდებარე შენობა-ნაგებობათა და მათზე დამაგრებული მიწის ფართობის, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ.“.
2. ამავე განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ქ. თბილისში, წერეთლის გამზირის №110/ბაქრაძის ქ. №3/5-ში მდებარე შენობა-ნაგებობათა და მათზე დამაგრებული მიწის ფართობის, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №1-1/94 ბრძანება).
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები