ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

  • Word
ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 09/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
199
09/05/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 09/05/2007
000000000.00(0).000.000000
ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 199

2007 წლის 9 მაისი

ქ. თბილისი

ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ქვეპუნქტისა და საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიეცეს:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე – 100 ლარის ოდენობით;

ბ) მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი მონაწილის ოჯახზე (მეუღლე, შვილი), რომელსაც ომის მონაწილის, როგორც მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული აქვს პენსია, – 50 ლარის ოდენობით.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ქ. თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახებისათვის დაფინანსდეს ქ. თბილისის ბიუჯეტიდან, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახებისათვის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.

3. საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოუყოს 997 250 (ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი სსიპ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის გადასაცემად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი