საქართველოს მთავრობის მიერ მოსამზადებელი ზოგიერთი სამართლებრივი აქტის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის მიერ მოსამზადებელი ზოგიერთი სამართლებრივი აქტის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 07/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
185
07/04/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 07/04/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის მიერ მოსამზადებელი ზოგიერთი სამართლებრივი აქტის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №185

2007 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის მიერ მოსამზადებელი ზოგიერთი სამართლებრივი აქტის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების შესაბამისად, საქართველოს მთავრობისათვის მიცემულ დავალებათა შესრულების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს საბაჟო კოდექსის 150-ე, 154-ე და 155-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2521-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის შემდეგ დადგენილებათა პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა:

ა) წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნისა და თავისუფალი საწყობის მოწყობის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესების შესახებ;

ბ) თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქონლის შენახვის ვადების შესახებ;

გ) თავისუფალ ზონასა და თავისუფალ საწყობში ნებადართული საქმიანობის სახეობაზე აკრძალვების ან შეზღუდვების დაწესების შესახებ;

დ) დღგ-ს თანხის დაბრუნების წესის, კრიტერიუმების და იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელზედაც არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2521-ე მუხლი.

 2. საქართველოს ლტოვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ. ხევიაშვილი) საქარველოში 2007 წლის დიასპორის წლად გამოცხადებისა და ქართული დიასპორის დღის დაწესების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №127 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს 2007 წლის დიასპორის წლად გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში (კ. ბენდუქიძე) ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად უზრუნველყონ წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადებისა და წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.

6. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკემბრის №737 ბრძანებულების შესაბამისად უზრუნველყოს ნავთობისა და გაზის სფეროში არსებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებსაქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტისა და ნავთობისა და გაზის სფეროში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი):

ა) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში მოქმედი ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს კანონების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებსაქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების კონკრეტული ღონისძიებების სპეციალური გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენა.

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი