დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 05/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №176
2007 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. ნამახვანის ჰესების კასკადის, ნინოწმინდისა და რუსთავის გაზსაცავების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესწავლის, აგრეთვე შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მიღწეული შედეგების აუდიტორული შეფასების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში გამოყოს:
ა) ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესასწავლად – 8 125 000 (რვა მილიონ ას ოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) ნინოწმინდისა და რუსთავის გაზსაცავების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესასწავლად – 437 500 (ოთხას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი;
გ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მიღწეული შედეგების აუდიტორული შეფასებისათვის – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები