დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქურთის, თიღვისა და ერედვის თემების საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 171 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 05/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №171
2007 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
ქურთის, თიღვისა და ერედვის თემების საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქურთის, თიღვისა და ერედვის თემების საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყოს 633 600 (ექვსას ოცდაცამეტი ათას ექვსასი) ლარი.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი-ნისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული თემების საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის შესაბამისი თანხების გაცემა.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები