დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 07/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016214 |
|
საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
|
საქართველოს მთავრობა და რუმინეთის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად' წოდებულნი,
ითვალისწინებენ რა თავიანთ ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებულ ძლიერ ეკონომიკურ კავშირებს, ასევე ერთიან ხედვას სხვადასხვა საკითხების შესახებ, რომელიც ჩამოყალიბდა ნაყოფიერი და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის საფუძველზე,
გამოთქვამენ რა სურვილს შექმნან შესაბამისი ჩარჩო უწყვეტი დიალოგის წარმართვის მიზნით, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი ზომების შემუშავებას ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური ურთიერთობების გაძლიერების მიზნით ორივე ქვეყნის სასარგებლოდ,
გადაწყვეტილი აქვთ რა, ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, თავიანთი მზარდი შესაძლებლობების სრულად გამოყენებით, გააძლიერონ, გააღრმავონ და გაამრავალფეროვნონ თავიანთ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური ურთიერთობები,
აღიარებენ რა, რომ ეკონომიკური პარტნიორობა შექმნის დინამიური დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას საერთო ინტერესის სხვადასხვა ეკონომიკურ ასპექტებზე, რაც ხელს შეუწყობს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკურ ეფექტურობასა და მომხმარებლის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას,
გამოთქვამენ რა რწმენას, რომ ხელშემკვრელ მხარეთა შორის კავშირების განმტკიცება შექმნის უფრო ფართო შესაძლებლობებს და რეგულირებულ გარემოს ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშომლობისათვის,
შეთანხმდნენ შემდეგზე: |
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1 ხელშემკვრელი მხარეები, თავიანთი შესაძლებლობებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური მიზნების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობენ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ყველა იმ სფეროში, რომელიც მათ მიაჩნიათ საჭიროდ, განსაკუთრებით ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნიკურ სექტორებში, ასეთი თანამშრომლობის მიზნებია:
მუხლი 2 1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ეკონომიკური ურთიერთობები უნდა განვითარდეს ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნიკურ სექტორებთან დაკავშირებული საქმიანობის ხელშეწყობის გზით, ეს სექტორებია, და არა მხოლოდ:
2. თანამშრომლობა ზემოაღნიშნულ სექტორებში ხელს შეუწყობს საქმიანი კონტაქტების განვითარებას ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების კომპანიებს შორის, მოქმედი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის გაცვლას, იმ სპეციფიკური პროექტებისა და სექტორების განსაზღვრას, რომლებთან მიმართებაშიც ხელშემკვრელ მხარეებს შესაძლოა გააჩნდეთ თანამშრომლობის განვითარების პოტენციური ინტერესი. 3. უნდა განხორციელდეს საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმებულ ექსპერტთა, ტექნიკურ მუშაკთა, ინვესტორთა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა გაცვლა, ასევე წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი მასალების, აპარატურისა და ნოუ-ჰაუს გაცემა.
თავი II ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ქართულ-რუმინული ერთობლივი კომისია
მუხლი 3 1. ხელშემკვრელი მხარეები შექმნიან ეკონომიკური თანამშრომლობისათვის საქართველოსა და რუმინეთის ერთობლივ კომისიას (შემდგომში „ერთობლივი კომისია“) სხვადასხვა სახის ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობისა და განხილვის მიზნით, რომელიც შეასრულებს წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციის მთავარი ინსტრუმენტის როლს. 2. თავისი ამოცანების შესრულების მიზნით, ერთობლივმა კომისიამ შეიძლება დახმარებისთვის და რჩევისთვის მიმართოს ხელშემკვრელ მხარეთა საჯარო მოხელეებს და სამთავრობო დაწესებულებებს, ასევე შექმნას ექსპერტთა ad hoc და პერმანენტული სამუშაო ჯგუფები და კომიტეტები, რომლებსაც მან შეიძლება განუსაზღვროს ან დააკისროს სპეციფიკური ვალდებულებები. მუხლი 4 ერთობლივი კომისია სხდომებს ჩაატარებს მონაცვლეობით თითოეულ ქვეყანაში, ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმებულ დღეს და ადგილზე.
მუხლი 5 წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციისა და მისი ზოგადი მიზნების ხელშეწყობის მიზნით, სხვა ფუნქციებთან ერთად ერთობლივი კომისია:
მუხლი 6 ბიზნესშესაძლებლობებისა და ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის ახალი ფორმების განსაზღვრისა და განვითარების მიზნით, ერთობლივი კომისია:
თავი III კონსულტაციები
მუხლი 7 დავების მოგვარების მიზნით, დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარე წარადგენს წერილობით მოთხოვნას ერთობლივი კომისიის ფარგლებში კონსულტაციის გამართვასთან დაკავშირებით. კონსულტაცია ჩატარდება ასეთი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს სამოცი დღის განმავლობაში.
თავი IV დასკვნითი დებულებები
მუხლი 8 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის იმ დღეს, როდესაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ. 2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება მის შეწყვეტამდე. 3. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს მოქმედებას შეწყვეტს შეთანხმება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ”, რომელსაც ხელი მოეწერა 1992 წლის 24 მარტს.
მუხლი 9 წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. ამ შეთანხმების ნებისმიერი ცვლილება და დამატება გაივლის იმავე პროცედურებს, როგორი პროცედურებიც ამ შეთანხმებამ გაიარა ძალაში შესვლის დროს, და წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 10 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებას მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. 2. ნებისმიერ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ასეთი შეტყობინების მიღებიდან ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ. 3. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა მისი მოქმედების ვადის გასვლამდე არ გამოიწვევს იმ პროექტების შეწყვეტას, რომელზეც ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში.
მუხლი 11 წინამდებარე შეთანხმების დებულებები წარმოადგენს ხელშემკვრელ მხარეთა საერთაშორისო ვალდებულებებს. ის მოქმედებს იმ ვალდებულებების შეუზღუდავად, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირში რუმინეთის წევრობიდან. შეთანხმება არ შეიძლება განმარტებულ ან ციტირებულ იქნეს ისე, რაც გამოიწვევს იმ ვალდებულებების გაუქმებას ან სხვა სახით შელახვას, რომლებიც გამომდინარეობს, ერთი მხრივ, ევროპის გაერთიანებებს ან ევროპის გაერთიანებებსა და მის წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის დადებული შეთანხმებებიდან.
ხელმოწერილია 2010 წლის 2 ივნისს, ქ. ბუქარესტში ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები