ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 458
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 27/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
458
27/09/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 27/09/2006
000000000.00(0).000.000000
ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 458

2006 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ

1. 2006 წლის 18-29 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

ზურაბ ნოღაიდელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი გაბაშვილი

საქართველოს კულტურის, ძეგლ­თა დაცვისა და სპორტის მინის­ტრი, კომისიის თანათავმჯდომარე

ლევან ვარშალომიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლი­კის მთავრობის თავმჯდო­მა­რე, კომისიის თანათავმჯდომარე

 

დავით ბედია

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლი­კის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართვე­ლოს უფროსი

ეკატერინე გიგაური

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვე­უწ­ყებო დაწესებულების – საქარ­თვე­ლოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე

დავით ნამგალაური

საქართველოს კულტურის, ძეგ­ლთა დაცვისა და სპორტის სამი­ნისტროს სახელმწიფო საქვეუწ­ყებო დაწესებულების – სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე

მამუკა ნაკაშიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლი­კის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ალექსი ჩიკვაიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლი­კის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

ლევან ჭოლაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

      

2. კომისიამ განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები მიმდინარე წელს ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის შეუფერხებლად და მაღალ დონეზე გამართვის უზრუნველსაყოფად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ–მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი