დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 457 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 27/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №457
2006 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ რუსთავის ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ქალაქ რუსთავის ბიუჯეტს გამოუყოს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი ქალაქის საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ზ. მელიქიშვილს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები