დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად სიღატაკის ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 13/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №177
2006 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად სიღატაკის ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბოლო აბზაცის, „სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის № 59 დადგენილების მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ოჯახებისათვის ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად სიღატაკის ზღვრული ქულა (Q1) განისაზღვროს – 40 001 სიდიდით.
2. საქართველოს მთავრობის მიერ სიღატაკის ზღვრული ქულის (Q) ოპტიმალური მნიშვნელობის დასადგენად ამ განკარგულებით გათვალისწინებული სიდიდის ცვლილება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები