დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურისათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 6830 კვ.მ მიწის ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის №141 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 13/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №176
2006 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
შპს ,, ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურისათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 6830 კვ. მ მიწის ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის №141 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,შპს „ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურისათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 6830 კვ.მ მიწის ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის № 141 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადაეცეს შპს „ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს” ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე 6830 კვ.მ მრავალმიზნობრივი ტერმინალი (ნავმისადგომები) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები