დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სადაზღვევო კომპანია „ვესტის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/29-ო |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 17/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ _ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
2013 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „სადაზღვევო კომპანია „ვესტის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე
,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 20 მარტის №354-II ს ცვლილების შეტანის თაობაზე“საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, ამავე კანონის 335 მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ 1-ლი და მე-17 მუხლებისსაფუძველზე, ვბრძანებ:
1. დასრულებულად იქნეს გამოცხადებული შპს „სადაზღვევო კომპანია „ვესტის“გაკოტრების საქმის წარმოება.
2. შპს „სადაზღვევო კომპანია „ვესტის“მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება ჩაითვალოს მოუკითხავ რესურსად და გადავიდეს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.
3. მოხდეს შპს „სადაზღვევო კომპანია „ვესტის“ ამოღება შესაბამისი რეესტრიდან.
2. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლი მაცნეში“, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე და წარედგინოს შპს „სადაზღვევო კომპანია „ვესტის“ შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.
4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლაშანიკოლაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები