შპს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა – Kamara“-ს დაზღვევის ლიცენზიის (არასიცოცხლის) გაცემის თაობაზე

  • Word
შპს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა – Kamara“-ს დაზღვევის ლიცენზიის (არასიცოცხლის) გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/1-ლ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 11/10/2013
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
05/1-ლ
11/10/2013
ვებგვერდი, 21/10/2013
შპს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა – Kamara“-ს დაზღვევის ლიცენზიის (არასიცოცხლის) გაცემის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა 2013 წლის   11   ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია   კამარა Kamara -

დაზღვევის ლიცენზიის ( არასიცოცხლის )   გაცემის თაობაზე

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 30-ე პუნქტის, ამავე კანონის მე-8, 9, 10, 13, 36 მუხლების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“  ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის და 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის  ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შპს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა – Kamara“-ზე  (საიდენტიფიკაციო კოდი: 404990435) გაიცეს დაზღვევის  ლიცენზია (არასიცოცხლის).

2. შპს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა – Kamara“-ზე  სალიცენზიო მოწმობა გაიცეს სალიცენზიო მოწმობის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.

3. შპსსაერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა – Kamara“-ზე   ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. შპს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარა – Kamara“-ზე ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                                                 ლაშა ნიკოლაძე