ქალაქ ქუთაისისათვის სახელმწიფო ქონებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  • Word
ქალაქ ქუთაისისათვის სახელმწიფო ქონებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 453
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 27/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
453
27/09/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 27/09/2006
000000000.00(0).000.000000
ქალაქ ქუთაისისათვის სახელმწიფო ქონებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 453

2006 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ ქუთაისისათვის სახელმწიფო ქონებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების საკუთრებაში გადაცემის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარე­ბის სამინისტროს გადაწყვეტილება ,,სახელმწიფო ქონებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარ­­მოების წილების, როგორც ძირითადი ქონების, ქ. ქუთა­ისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონო­მიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1-1/979 ბრძანების მე-3 პუნქტი).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (ი. ჩოგოვაძე) ზემოაღნიშნული ქონების გადაცემის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღო­ნის­­ძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                              ზ. ნოღაიდელი