დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კომპანია „ITERA INTERNATIONAL ENERGY L.L.C”-ის მიერ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 01/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №154
2006 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
კომპანია „ITERA INTERNATIONAL ENERGY L.L.C”-ის მიერ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ კომპანია „ITERA INTERNATIONAL ENERGY L.L.C”-ის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა და მისი ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე):
ა) უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში ზემოაღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ მოქმედებათა კოორდინაცია;
ბ) უზრუნველყოს შესაბამისი იურიდიული კომპანიის შერჩევა, მასთან ხელშეკრულების გაფორმება და მჭიდრო თანამშრომლობა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე უზრუნველყოს სათანადო თანხის გამოყოფა საადვოკატო მომსახურების შესასყიდად.
3. ეთხოვოს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (ს. ვარსემაშვილი), რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გათვალისწინებით, ნება დართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განახორციელოს საადვოკატო მომსახურების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები