აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 72-უ.ს.შ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 17/10/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016022
72-უ.ს.შ.ს.
17/10/2013
ვებგვერდი, 22/10/2013
010240080.51.056.016022
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) 1161 მუხლის:

     ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „2. მრჩეველთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, განკარგულებით ქმნის 5 წევრისაგან შემდგარ საკონკურსო კომისიას. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. იმავე ვადაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე აქვეყნებს მრჩევლობის კანდიდატთა სიას.“.

     ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „6. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან სამს უმაღლესი საბჭოს ფრაქციები, მათში შემავალ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, ხოლო ორს – უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ასარჩევად. ფრაქციების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უმაღლესი საბჭოს  ის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა.“.

     გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „8. უმაღლესი საბჭო კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის  მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს ფრაქციებისა და დანარჩენი წევრების კვოტებით, თავდაპირველად აირჩევა კანდიდატი იმ დეპუტატების კვოტით, რომლებიც არ შედიან ფრაქციებში.

    9. თუ მრჩევლობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, უმაღლესი საბჭოს ფრაქციები და უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში უმაღლეს საბჭოს წარუდგენენ ახალ კანდიდატურებს.“.

     დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „11. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.“.

მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

17 ოქტომბერი 2013 წ.

N72-უ.ს.შ.ს.