დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 158/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430190000.22.022.016678 |
|
,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110407029, 07/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430190000.22.022.016087) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების”:
1. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,დ“ ქვეპუნქტი; ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი: ,,თ1) უზრუნველყოფს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევას, რომელშიც ჩატარდება გამოცდები. აგრეთვე დარეგისტრირებული პირების მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს შერჩეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირების გადანაწილებას;“.
2. მე-18 მუხლის: ა) მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) გამოცდები შესაძლებელია ჩატარდეს 2013 წლის 25 ოქტომბრამდე ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებულ საგნებში იმ პირებისთვის, რომლებსაც ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ან/და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლეული აქვთ საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში და რომლებიც ამ წესით დადგენილი პროცედურებით გამოთქვამენ სურვილს გამოცდაში მონაწილეობის შესახებ;“; ბ) მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,გ.ბ“ ქვეპუნქტი. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 20 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები