დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 814 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 16/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.08.002.016887 |
|
,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2007 წ., №42, მუხ. 478) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დებულების 22 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ამ პუნქტისა და სხვა შესაბამისი პუნქტების მიზნებისათვის, ტერმინში „სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების“ ხელმძღვანელის ბრძანება“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებით იგულისხმება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანება, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართებით - შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანება.“; |
ბ)
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-28 პუნქტები:
„24. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული, ამ დებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული, გამოუსადეგარ ან/და ზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანილი ქონება ექვემდებარება ამ დებულების 24-28 პუნქტებით დადგენილი გამარტივებული წესით ჩამოწერას, თუ ამ ქონების ფაქტობრივი ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი შემდგომში უშუალო ფუნქციონალური დანიშნულებით გამოყენება. 25. გამარტივებული წესით ჩამოწერას არ ექვემდებარება ქონება, თუ ამ დებულების 24 პუნქტით განსაზღვრული ქონების ჩამოწერის საფუძვლები წარმოადგენს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების შედეგს. 26. ამ დებულების 24 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გამარტივებული წესით ჩამოწერის დაწყების საფუძველია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე გამოცემული ბრძანება. 27. ამ დებულების 26 პუნქტით განსაზღვრული შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს ქონების აღწერილობას, დასკვნას ამ ქონების ფაქტობრივი ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შემდგომში უშუალო ფუნქციონალური დანიშნულებით გამოყენების შეუძლებლობის თაობაზე და ჩამოწერის შემდეგ ქონების გამოყენების წინადადებებს. შუამდგომლობას უნდა დაერთოს ამ დებულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. 28. გადაწყვეტილება ამ დებულების 24 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გამარტივებული წესით ჩამოწერაზე ან ჩამოწერის უარის თქმის თაობაზე მიიღება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით.“; |
გ)
დებულების 38-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ტერმინში „ამისათვის უფლებამოსილი პირი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიმართებით იგულისხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომელიც მატერიალური საშუალებების ჩამოწერის აქტებსა და საინსპექტორო მოწმობებს ამტკიცებს ბრძანებით, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.“; |
დ)
მე-40 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე; |
3.
ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ძალაშია 2014 წლის პირველ აპრილამდე და ვრცელდება ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები