„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 813
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 02/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.08.002.016886
813
16/10/2013
ვებგვერდი, 17/10/2013
190040000.08.002.016886
„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №813

2013 წლის 16 ოქტომბერი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული №11, 1997 წ., გვ. 37) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მუნიციპალური სექტორის რეაბილიტაციის, მისი შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლების მომზადების, „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების, საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის კრედიტიდან (და შემდგომში სხვა დონორი სააგენტოების მიერ გამოყოფილი თანხებიდან) მუნიციპალური საინვესტიციო პროექტების დაფინანსების, საქართველოს სახელმწიფო და შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრების მართვის მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად:“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი