დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44/2013 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 16/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.15.008.016111 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/10/2013 - 16/01/2026)
|
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, რეგისტრატორები ითვლიან ხელმოწერების რაოდენობას საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ ამომრჩეველთა სიებში და მხოლოდ ამის შემდგომ, გრძელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 67-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურები.
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სიებში არსებული ხელმოწერების ჯამური რაოდენობა, კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემის დროს ეცნობება იმ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელზეც მიმაგრებულია აღნიშნული გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი. |
| მუხლი 2 |
სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნებისათვის კენჭისყრის შენობაში:
ა) ყოველი 1500 ამომრჩევლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული არანაკლებ ერთი კაბინა; ბ) უნდა იყოს გათვალისწინებული ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები - სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 1000 ამომრჩევლისათვის. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები