დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „სამშენებლო კომპანია - მშენებელი 2011“ - სათვის მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1448 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016110 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1448
2013 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„შპს „სამშენებლო კომპანია - მშენებელი 2011“ - სათვის მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „შპს „სამშენებლო კომპანია - მშენებელი 2011“ - სათვის მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2014 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, რომ შპს „სამშენებლო კომპანია - მშენებელი 2011“-ს უსასყიდლო სარგებლობაში, აუქციონის გარეშე 4 (ოთხი) წლის ვადით გადასცეს №1 და №2 დანართებში ჩამოთვლილი ქონება.“.
პრემიერ‑მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები