დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „პერსპექტივასათვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 ივლისის №678 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1444 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016104 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1444
2013 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„შპს „პერსპექტივასათვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 ივლისის №678 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „პერსპექტივასათვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 ივლისის №678 განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რომ შპს „პერსპექტივას“ უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ 19 წლის ვადით გადასცეს მის სარგებლობაში არსებული ქ. ქუთაისში, ხარებავას ქუჩის ბოლო მონაკვეთში მდებარე შენობა-ნაგებობის 309,11 კვ.მ. ფართობი (საკადასტრო კოდი – 03.01.23.238).“.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები