დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1443 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016102 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1443
2013 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისგანხორციელების თაობაზე
1. მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგებისსალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 2649000 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდაცხრა ათასი)ლარი, მათ შორის:
ა) ახმეტის მუნიციპალიტეტს - 1 059 000 (ერთი მილიონ ორმოცდაცხრამეტი ათასი) ლარი;
ბ) ხობის მუნიციპალიტეტს - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;
გ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს - 3 00000 (სამასი ათასი) ლარი;
დ) მესტიის მუნიციპალიტეტს - 29 0 000 (ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის სახიდე გადასასვლელების), ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, სანიაღვრე არხების (მათ შორის წყალგამტარი მილები), ბოგირების, გაბიონების, საცხოვრებელი სახლების სახურავების, ნაპირსამაგრი ნაგებობის, ადმინისტრაციული შენობების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა.
3. ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ” ქვეპუნქტის შესაბამისად ამ განკარგულებით გათვალისწინებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. უფლება მიეცეთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №321, 17 მაისის №436, 3 ივლისის №693, 2 აგვისტოს №1016 და 6 სექტემბრის №1234 განკარგულებებით გამოყოფილი თანხები მიმართონ 2013 წლის განმავლობაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგებისსალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები