დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1440 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016105 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1440
2013 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „ საქართველოს მყარი ნარჩენებისმართვის კომპანიის“ მიერსახელმწიფო შესყიდვის გამარტ ივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. შპს „ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ (შემდგომში – კომპანიამ):
ა) 2013 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ქ. გორის, ქ.ახალციხის, ქ.ამბროლაურის, ქ.ზუგდიდის, ქ.თელავის, ქ.მცხეთის, ქ.ოზურგეთისა და ქ. ქუთაისის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონების კეთილმოწყობის მიზნით გადაუდებელი სამუშაოების განხორციელება;
ბ) ამ განკარგულებით გათვლისწინებული, 2013 წელს განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით;
გ) ამ განკარგულებით განსაზღვრული, 2013 წელს შესასრულებელი მყარი მუნიციპალური გადანაყრების პოლიგონების გადაუდებელი კეთილმოწყობის სამუშაოები განახორციელოს კომპანიის მიერ დადგენილი წესით შეთანხმებული და მოწონებული საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. კომპანიამ ამ განკარგულებით გათვალისწინებული და 2013 წელს განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოების, აგრეთვე მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება განახორციელოს თავისი ბიუჯეტის ფარგლებში, აღნიშნული სამუშაოებისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები