დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1439 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016103 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1439
2013 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების №48 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
დანართი №48
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
| № | დასახელება | საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა | პროექტის განხორციელე-ბისათვის გამოყოფილი თანხა | სპეც. ტექნიკისა და სხვა აქტივების შეძენისთვის გამოყოფილი თანხა |
| 1 | დვაბზუ-ცხემლისხიდი-ვაკიჯვარი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ცხემლისხიდი-ვაკიჯვარის მონაკვეთის რეაბილიტაცია | 37,000.0 | 2,665,360.0 | 0.0 |
| 2 | სოფ. ოზურგეთი-მელექედური-დვაბზუს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია | 690,060.0 | ||
| 3 | ქ. ოზურგეთი (ლესელიძის ქ.)-სოფ. ოზურგეთის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია | 236,960.0 | ||
| 4 | ლიხაური-აჭის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია | 1,161,700.0 | ||
| 5 | მერია-ლაითურის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე ხიდის რეაბილიტაცია | 2,704,100.0 | ||
| 6 | მერია თხინვალის ჩაის ფაბრიკის შემაერთებელი გზის რეაბილიტაცია | 0.0 | 1,000,000.0 | |
| 7 | ქალაქ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა № 12 ში მდებარე №9 საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი | 0.0 | 307,630.0 | |
| 8 | ქალაქ ოზურგეთში, ი. სიორიძის ქუჩა №20 ში მდებარე № 1 საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი | 0.0 | 299,430.0 | |
| 9 | ქალაქ ოზურგეთში, მეცნიერების ქუჩა №20 ში მდებარე №7 საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი | 0.0 | 211,870.0 | |
| 10 | ქალაქ ოზურგეთში (ანასეული) უნივერსიტეტის ქუჩის 1კმ სიგრძის გზის რეაბილიტაცია | 0.0 | 187,230.0 | |
| 11 | სპეც. ტექნიკის (გრეიდერი) შეძენა | 0.0 | 0.0 | 220,000.0 |
| სულ ჯამი | 9,721,340.0 | |||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები