დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონების გრანტის სახით გაცემისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს (გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ,,დიალოგის საკოორდინაციო მექანიზმი“) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1437 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016100 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1437
2013 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონების გრანტის სახით გაცემისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს (გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ,,დიალოგის საკოორდინაციო მექანიზმი“) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-4 და მე-5 მუხლებისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების 11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ორი ერთეული „ფიატ დუკატო მაქსის“ მოდელის ავტომობილი (გამოშვების წელი 2012, საინდენტიფიკაციო NZFA25000002195029, საბალანსო ღირებულება 77095,34 ლარი; გამოშვების წელი 2012, NZFA25000002201854, საბალანსო ღირებულება 90335,00 ლარი) გაიცეს გრანტის სახით.
2. გრანტის მიმღებად განისაზღვროს საერთაშორისო ორგანიზაცია – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, წარმოდგენილი (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) „დიალოგის საკოორდინაციო მექანიზმის“) პროექტის სახით.
3. გრანტის მიზანია აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება.
4. მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს (გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ,,დიალოგის საკოორდინაციო მექანიზმი“) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი. ამასთან, ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან დააკორექტირონ ხელშეკრულების პროექტი საჭიროებისდა მიხედვით, საქართველოს მთავრობასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე, თუ მისი შინაარსი არ უკავშირდება გრანტის (დახმარების) გაცემის მახასიათებლების ცვლილებას.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები