„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 353
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016579
353
23/10/2013
ვებგვერდი, 25/10/2013
200090000.22.033.016579
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №353

2013 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       „ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03.01.2011წ. სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და 56-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 56. კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა“;

        ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში - კსაფ) გამოიყენება დღგ-ის იმ გადამხდელებთან მიმართებაში, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით და რომელთა მიერ მომსახურების გაწევა ან ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად.“;

         გ)  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კსაფ-ის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.“;

დ) მე-7  და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ასახული კსაფ-ების მონაცემების მიხედვით განახორციელოს ჩათვლებზე მონიტორინგი არსებული წესის შესაბამისად.“;

 

      ვ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

     ზ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

        „11. გადამხდელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას კსაფ-ების გამოყენებაზე, რისთვისაც საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს.“;

 

      თ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

        „12. დაუშვებელია საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლის მიერ, არასწორად შევსებული (შეცდომით შეტანილი რეკვიზიტებით) კსაფ-ის მიცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორად შევსებული კსაფ-ების შესახებ  ინფორმაცია წარედგინება საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური