დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5672 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 03/01/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.000.000.05.001.003.120 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.“.
2. 1124-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების წესი“;
ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა, განქორწინება ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ერთობლივი განცხადების საფუძველზე.
2. მეუღლეები ვალდებული არიან განქორწინების შესახებ განცხადებაში დაადასტურონ ურთიერთთანხმობა.“.
3. 1126-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 28 დეკემბერი.
№5672–რს
დოკუმენტის კომენტარები