დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1460-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.09.001.016176 |
|
საქართველოს პარლამენტი ადგენს: |
1. რატიფიცირებულ იქნეს 2005 წლის 16 მაისის ევროპის საბჭოს კონვენცია „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“.
2. კონვენციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული სასჯელის სახით ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 3. კონვენციის 53-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი გამოიყენება მხოლოდ ქონების ჩამორთმევის სამოქალაქოსამართლებრივ პროცედურებთან მიმართებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. 4. კონვენციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი გამოიყენება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სისტემის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. 5. კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ცენტრალური ორგანოა: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. მისამართი: გორგასლის ქ. 24ა, 0114, თბილისი, საქართველო ტელეფონი: +995 32 240 51 42 ელფოსტა: international@justice.gov.ge 6. კონვენციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ ის მიიღებს და შეასრულებს ელექტრონული ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით გაგზავნილ მოთხოვნას, თუ ეს მოთხოვნა გადაუდებელია და მისი ავთენტიკურობა საეჭვო არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ შემდგომ მოთხოვნის გამგზავნი ორგანო მოთხოვნის მიმღები ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგენს მოთხოვნის დედანს. 7. კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ შუამდგომლობებს და მათთვის დართულ დოკუმენტებს თან უნდა ახლდეს ქართულენოვანი თარგმანი ან ისინი თარგმნილი უნდა იყოს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე, თუ ეს შუამდგომლობები და დოკუმენტები ამ ენებზე არ არის შედგენილი. 8. კონვენციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ არ შეიძლება მის მიერ კონვენციის IV თავის თანახმად მიწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები თხოვნის გამგზავნმა მხარემ საქართველოს წინასწარი თანხმობის გარეშე გამოიყენოს ან გადაგზავნოს იმ გამოძიების ან პროცედურის მიზნებისათვის, რომელიც შუამდგომლობაში მითითებული არ ყოფილა. 9. კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ ის არ გამოიყენებს კონვენციის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტს. 10. კონვენციის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, საქართველოსთვის ფინანსური დაზვერვის სამსახურია: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (სფმს). მისამართი: სანაპიროს ქ. 2, 0105, თბილისი, საქართველო ტელეფონი: (+322) 29 67 00 ელფოსტა: info@fms.gov.ge 11. კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (სფმს) კონვენციის 47-ე მუხლით განსაზღვრულ ზომებს მიიღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობის ფარგლებში. |
ქუთაისი, 4 ოქტომბერი 2013 წ. N1460-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები