„ადმინისტრაციულ პატიმრობაში და დროებითი მოთავსების (დროებითი დაკავების) იზოლატორებში მყოფი ამომრჩევლებისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის საყოველთაო უფლების რეალიზებისათვის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 8 ოქტომბრის №39/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 43/2013
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016110
43/2013
14/10/2013
ვებგვერდი, 15/10/2013
010240020.15.008.016110
„ადმინისტრაციულ პატიმრობაში და დროებითი მოთავსების (დროებითი დაკავების) იზოლატორებში მყოფი ამომრჩევლებისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის საყოველთაო უფლების რეალიზებისათვის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 8 ოქტომბრის №39/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„ადმინისტრაციულ პატიმრობაში და დროებითი მოთავსების (დროებითი დაკავების) იზოლატორებში მყოფი ამომრჩევლებისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის საყოველთაო უფლების რეალიზებისათვის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 8 ოქტომბრის №39/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №43/2013

2013 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ადმინისტრაციულ პატიმრობაში და დროებითი მოთავსების (დროებითი დაკავების) იზოლატორებში მყოფი ამომრჩევლებისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის საყოველთაო უფლების რეალიზებისათვის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 8 ოქტომბრის №39/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ პატიმრობაში და დროებითი მოთავსების (დროებითი დაკავების) იზოლატორებში მყოფი ამომრჩევლებისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის საყოველთაო უფლების რეალიზებისათვის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ”  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 8 ოქტომბრის №39/2013 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, 08/10/2013, 010240020.15.008.016106) მე-2, მე-3 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ პირთა სიას, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა (23 ოქტომბერი) შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველო (შემდგომში - მთავარი სამმართველო). ამ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, რაც დასტურდება სიაზე მისი ხელმოწერით.

მუხლი 3. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ორგანოს მიერ მოწოდებული სიის გათვალისწინებით, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა (24 ოქტომბერი) ადგენენ და განკარგულებით ამტკიცებენ ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და გადასცემენ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს. სიაში შეყვანილი ამომრჩევლების გასწვრივ, შესაბამისი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა (იმყოფება იზოლატორში/იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში) და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.“.

მუხლი 5. ეთხოვოს მთავარ სამმართველოს, უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები პირების დაშვება იზოლატორებში და ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობა.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე