დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41/2013 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 11/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.15.008.016108 |
41/2013
11/10/2013
ვებგვერდი, 11/10/2013
010240020.15.008.016108
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მიმდინარეობს დამისამართების პროცესი და სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში ბევრ ქუჩას შეეცვალა სახელწოდება ან ექსპლუატაციაში შევიდა ახალი საცხოვრებელი ფართი, რომლებსაც მიენიჭა შესაბამისი მისამართი, ხოლო საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების ვადა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დასრულდა არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა (7 სექტემბერი), რაც შეუძლებელს ხდის საარჩევნო უბნების საზღვრებში აისახოს, აღნიშნული ვადის შემდეგ შექმნილი, ახალი მისამართები, რითაც ამ მისამართებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს ეზღუდება ხმის მიცემის უფლება,
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების ახალ ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2013 წლის 14 ოქტომბრისა. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები