„ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1465-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 12/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 120160040.05.001.017188
1465-Iს
04/10/2013
ვებგვერდი, 16/10/2013
120160040.05.001.017188
„ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

„ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 203) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილებები საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში“.

2. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“­−„ლ“ ქვეპუნქტები:

 „ი) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში;

კ) იღებს შესაბამის სამართლებრივ აქტებს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; 

ლ) ამტკიცებს ეროვნული რეაგირების გეგმას და სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს.“.

4. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს ეროვნული რეაგირების გეგმა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმები.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 ოქტომბერი 2013 წ.

N1465-Iს