„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მარტის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 274
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016229
274
04/11/2013
ვებგვერდი, 04/11/2013
100110000.22.038.016229
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მარტის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მარტის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №274

2013 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მარტის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მარტის №38 ბრძანებით (სსმ, 100110000.22.038.016035, 11/03/2011) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის საექსპერტო დაწესებულებაში ყოფნის პირობები

1. საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს უფლება:

ა) ამანათის სახით მიიღოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთები და საშუალებები, თეთრეული, ტანსაცმელი და თამბაქო;

ბ) ისარგებლოს დამცველთან/ადვოკატთან, სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლებით;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საჭიროებს სპეციალურ დიეტურ საკვებს და საექსპერტო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით ამანათის სახით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები, რისთვისაც აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაცია დიეტური საკვების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მკურნალი ექიმის რეკომენდაციაში მითითებული უნდა იყოს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის აუცილებელი დიეტური საკვების ჩამონათვალი.

2. საექსპერტო დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვასა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათების შემოწმებას უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს შესაბამისი განყოფილება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი