„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016212
1199
10/10/2013
ვებგვერდი, 11/10/2013
040030000.22.026.016212
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №1199

2013 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –,,საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის N297 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 30.10.2006.,  №147,  მუხ. 2045) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების  დამტკიცების თაობაზე.’’.

2.  ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“   თანდართული დებულება.’’.

 3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულება’’.

ბ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ (შემდგომ ტექსტში – ჰოსპიტალი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების) (შემდგომ ტექსტში – მოსამსახურეები), საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი  კომპენსაციის/ პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების  (შემდგომ ტექსტში – პენსიონერები), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.

 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.’’.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია