დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 259 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017426 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, III ნაწილი, N89, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლში მე-2 პუნქტის შემდეგ დამატებულ იქნეს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ფონდი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განხორციელოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტები.’’. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ღ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ღ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის № 294 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ამოქმედებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები