დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 275 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016230 |
|
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N178 ბრძანებაში (სსმ,100110000.22.038.016134, 17/12/2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანებას დაემატოს:
|
ა)
შემდეგი შინაარსის 31-33 მუხლები:
„მუხლი 31 დამტკიცდეს საგუშაგო უწყისის ფორმა (დანართი N4); მუხლი 32 დამტკიცდეს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში ამანათის გადაცემის უწყისის ფორმა (დანართი N5); მუხლი 33 დამტკიცდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში მონახულების უწყისის ფორმა (დანართი N6).“;
|
ბ)
N4- N6 დანართები თანდართული რედაქციით.
|
2.
ბრძანებით დამტკიცებული წესის:
|
ა)
მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 91 მუხლი:
„მუხლი 91 1. თუ დაწესებულებებს შორის მანძილი არ აღემატება 150 მეტრს, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანა ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება განხორციელდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს შესაბამისი განყოფილების ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ მოსამსახურეებისაგან შექმნილი ჯგუფის მიერ. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაყვანა ხორციელდება იმ დაწესებულების უსაფრთხოების ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლების თანხლებით, საიდანაც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანა.
|
ბ)
29-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 41 პუნქტი:
„41. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სრულ შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საბადრაგო ჯგუფი უფლებამოსილია განახორციელოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის იძულებითი სრული შემოწმება.“;
|
გ)
48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 48 ამ წესის 47-ე მუხლში აღნიშნული ღონისძიებები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია საფრთხის თავიდან აცილება.“;
|
დ)
51-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქვეითი წესით ბადრაგირებისას – პირობითი ხაზი, რომელსაც განსაზღვრავს ჯგუფის უფროსი ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილი წესით;“;
|
ე)
55-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 მუხლი:
„მუხლი 551 1. დროებითი საგუშაგოს მოწყობის შემთხვევაში საბადრაგო ჯგუფის მიერ ივსება სადღეღამისო საგუშაგო უწყისი დანართ N4-ის შესაბამისად. 2. საგუშაგოს გადაბარებისას გუშაგთა ახალი ცვლის მიერ ხდება საგუშაგოს შემოწმება/დათვალიერება.“;
|
ვ)
56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 56 იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული საჭიროებს სისტემატიურ მომვლელს და სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მას მომვლელით, მომვლელად შეიძლება დაშვებულ იქნეს პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის რეკომენდაცია მომვლელის ყოლის აუცილებლობასთან დაკავშირებით და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობა, ხოლო ბრალდებულის შემთხვევაში დამატებით - პროკურორის ან გამომძიებლის თანხმობა.".
|
3.
ბრძანებით დამტკიცებულ წესს:
|
ა)
56-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 561- 567 მუხლები:
„მუხლი 561 პირმა მომვლელად დაშვებისათვის განცხადებით უნდა მიმართოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) მომვლელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ფოტოსურათით; ბ) ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) შესაბამისი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის რეკომენდაცია; დ) ბრალდებულის შემთხვევაში - პროკურორის ან გამომძიებლის თანხმობა.
მუხლი 562 სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს უფლება: ა) ამანათის სახით მიიღოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთები და საშუალებები, თეთრეული, ტანსაცმელი და თამბაქო; ბ) ისარგებლოს დამცველთან/ადვოკატთან, სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლებით; გ) იმ შემთხვევაში, თუ საჭიროებს სპეციალურ დიეტურ საკვებს და სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით ამანათის სახით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები, რისთვისაც აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაცია დიეტური საკვების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მკურნალი ექიმის რეკომენდაციაში მითითებული უნდა იყოს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის აუცილებელი დიეტური საკვების ჩამონათვალი. მუხლი 563 დამცველი/ადვოკატი ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შესახვედრად დაიშვება საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების დასაცავად გაცემული შესაბამისი ორდერის ან მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში. მუხლი 564 ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასულიერო პირებთან შეხვედრა ხორციელდება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის N187 ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. მუხლი 565 ბრალდებულის/მსჯავრდებულის განსაკუთრებით მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში, მკურნალი ექიმის რეკომენდაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით, ხოლო ბრალდებულის შემთხვევაში დამატებით პროკურორის ან გამომძიებლის თანხმობით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოსანახულებლად შესაძლებელია დაშვებულ იქნას პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი 30 წუთის ხანგრძლივობით. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მონახულების მიზნით ერთდროულად ყოფნის უფლება აქვთ 1 სრულწლოვან და 1 არასრულწლოვან პირს. მუხლი 566 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლების მისაღებად პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) განმცხადებელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ფოტოსურათით) ასლი; ბ) ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მკურნალი ექიმის რეკომენდაცია; დ) ბრალდებულის შემთხვევაში - პროკურორის ან გამომძიებლის თანხმობა. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულებასთან დაკავშირებით ივსება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში მონახულების უწყისი დანართი N6-ის შესაბამისად, რომელიც თან დაერთვის საგუშაგო უწყისს. მუხლი 567 1. მომნახულებელი პირის და მომვლელის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შესვლისას ხდება მათი შემოწმება/დათვალიერება, როგორც წესი, ხელის მეტალოდეტექტორით. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან არ დაიშვებიან ის მომნახულებელი პირები ან/და მომვლელები, რომლებიც უარს განაცხადებენ შემოწმებაზე.
2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მომნახულებელ პირს ან მომვლელს განზრახული აქვს სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებაში შეიტანოს აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, საბადრაგო ჯგუფის წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს რომ, მას შესვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას საბადრაგო ჯგუფის მიერ პირი იქნება დროებით შეჩერებული, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.“;
|
ბ)
57-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 571 მუხლი
:
„მუხლი 571 გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის დაყოვნებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მძიმე შედეგი, რაც დადასტურებული იქნება ექიმის რეკომენდაციით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების უსაფრთხოების ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლებისაგან დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შექმნილი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ჯგუფი ექიმის თანხლებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ საგუშაგო ფუნქციების და ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაბარებას მოახდენს საბადრაგო ჯგუფი.“;
|
გ)
64-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 641 მუხლი:
„მუხლი 641 1. საბადრაგო ჯგუფის წევრებს, გარდა საბადრაგო ჯგუფის უფროსისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ეკრძალებათ მობილური ტელეფონის ქონა. სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება საბადრაგო ჯგუფის უფროსმა შეიძლება მისცეს საბადრაგო ჯგუფის სხვა წევრსაც, საბადრაგო სამმართველოს შტაბთან შეთანხმებით. 2. საბადრაგო ჯგუფის რიცხოვნობისა და შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით, საბადრაგო სამმართველოს შტაბის მიერ შეიძლება დამატებით განისაზღვროს პირები, რომლებსაც მიეცემათ მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება. 3. საბადრაგო ჯგუფის უფროსი, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და სხვა უფლებამოსილი საბადრაგო ჯგუფის წევრი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სარგებლობენ მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული მობილური ტელეფონებით და სამსახურეობრივი (კორპორატიული) ნომრებით. საბადრაგო ჯგუფის უფროსს უფლება აქვს თან იქონიოს მობილური ტელეფონი დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას/გადაცემისას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირებს ეკრძალებათ პირადი ზარების განხორციელება. მობილური ტელეფონიდან ზარები უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნით. 5. მობილური ტელეფონის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი N4
|
საგუშაგო უწყისი
|
სვლა-გეზით -----------------------------------------------------------------------------------------------------------------
„-----“ ------------------------- 201_ წლიდან „-----“ ------------------------- 201_ წლამდე
საბადრაგო სამმართველოს საგუშაგოს შესრულების გათვლა გუშაგთა ცვლის უფროსი -------------------------------------------------------------------- სახელი, გვარი გუშაგთა ცვლის უფროსის თანაშემწე ------------------------------------------------------ სახელი, გვარი გუშაგი ------------------------------------------------------ სახელი, გვარი გუშაგი ------------------------------------------------------ სახელი, გვარი ბრალდებული/მსჯავრდებული ------------------------------------------------------ სახელი, გვარი
------------------------------------------------------ სახელი, გვარი
ინსტრუქტაჟი ჩაატარა: ----------------------------------------------------------------------- თანამდებობა, სახელი, გვარი საგუშაგოს მიღება/ჩაბარება: ჩავაბარე: -------------------- დრო ---------------------------------------------------------------------------------------------------------- გუშაგთა ცვლის უფროსის სახელი, გვარი, ხელმოწერა ჩავიბარე: --------------------- დრო ---------------------------------------------------------------------------------------------------------- გუშაგთა ცვლის უფროსის სახელი, გვარი, ხელმოწერა
| |||||||||||||||||||||||||||
დანართი N5
|
სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის
ამანათის გადაცემის უწყისი |
ბრალდებული/მსჯავრდებული ---------------------------------------------------------------------------------------- სახელი და გვარი ამანათის გადამცემი პირი ----------------------------------------------------------------------------------------------- სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი
ამანათში მოთავსებული ნივთები და საშუალებები
გაფრთხილებული ვარ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის არანებადართული და აკრძალული საგნების გადაცემისათვის, რასაც ხელმოწერით ვადასტურებ:
--------------------------------------------------------------- ამანათის გადამცემი პირის ხელმოწერა „––“ –––––––––––––– 20 წ.
ამანათი ჩავიბარე ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი, გვარი და ხელმოწერა
--------------------------------------------------------------------------------------------------- საბადრაგო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა „––“ –––––––––––––– 20 წ.
|
დანართი N6
|
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სამედიცინო
დაწესებულებაში მონახულების უწყისი |
______________________________________________ (მომნახულებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
______________________________________________ (საბადრაგო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
„-----“ ----------------------- 20 წ.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები