„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 19/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.026.016209
1184
09/10/2013
ვებგვერდი, 10/10/2013
010320010.22.026.016209
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №1184

2013 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №221 ბრძანებით (ვებგვერდი, 010320010,  28/03/2013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების  მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ვ” და ,,ზ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ვ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლო დავებზე, გამოძიების და სააღსრულებო ორგანოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში (სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრების (საჭიროებისამებრ, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად) განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და წინადადებების შემუშავება”.

2. დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ)” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა  დეპარტამენტი”.

3. დებულებას დაემატოს მე-8 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8.

1. პარლამენტთან ურთიერთობისა  და სამართლებრივ საკითხთა  დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:

ა) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) საერთაშორისო სამართლის სამმართველო;

გ) სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველო;

დ )  ხელშეკრულებების ექსპერტიზის სამმართველო.

2. პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან წარსადგენ კანონპროექტთა ნუსხის შემუშავება;

გ) წინადადებების შემუშავება სამინისტროს კანონშემოქმედებითი გეგმის თაობაზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სხვა უწყებებიდან შემოსული და სამინისტროს სისტემაში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა;

ვ) მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენის კოორდინაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში პირთა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

3. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) თავდაცვის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება;

ბ) მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებების შემუშავება;

გ) უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთარობო ორგანიზაციასთან დასადები იმ ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა) პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, გაფორმების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და სამართლებრივი უზრუნველყოფა, რომლებიც არ წარმოადგენენ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით და იდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში;

დ)  კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობის შესწავლის პროცესში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა.

4. სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლო დავებზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობა გამოძიების და სააღსრულებო ორგანოებში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში (სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრ(ებ)ის განხილვისას);

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია;

ე) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების (საჭიროებისამებრ, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად) განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და  წინადადებების შემუშავება;

ვ) სამინისტროს მონაწილეობით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებების განზოგადება და რეკომენდაციების წარდგენა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, პირთა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

თ) სამინისტროში შემოსული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობაში, სააღსრულებო  და სასამართლოებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა.

5. ხელშეკრულებების ექსპერტიზის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროს მიერ დასადები სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა.“.

მუხლი 2
 
ეს ბრძანება ამოქმედდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №780 ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია