დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 782 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 08/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.08.002.016876 |
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ- საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2003 წ., №126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ თანამდებობრივ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: |
ა)
მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში:“; |
ბ)
მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ინსპექტირების სამსახურის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, სპეციალისტი;“; |
გ)
მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის: ა) უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე; ბ) ტერიტორიული ორგანოს (სამსახური) უფროსი; გ) ცენტრალური აპარატის სწრაფი რეაგირების სამსახურის და ტერიტორიული ორგანოს (სამსახური) სწრაფი რეაგირების განყოფილების სწრაფი რეაგირების საჯარო მოსამსახურეები. 4. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს: ა) უფროსი, უფროსის მოადგილე, მთავარი მეტყევე; ბ) ტერიტორიული ორგანოს სატყეო სამსახურის უფროსი, უფროსი მეტყევე, სატყეო უბნის უფროსი.“; |
დ)
111 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები