„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 780
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 120010000.08.002.016877
780
08/10/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
120010000.08.002.016877
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №780

2013 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ““საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ, III ნაწ., 2004 წ., №38, მუხ. №308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.კ“ ქვეპუნქტი:

„გ.კ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტი:

გ.კ.ა) უზრუნველყოფს კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციასა და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობას;

გ.კ.ბ) ახორციელებს სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზასა და ვიზირებას;

გ.კ.გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობას;

გ.კ.დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივ უზრუნველყოფას.“;

გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) 51 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი