დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.32.061.016048 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №14
2013 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №1, 17.01.2007წ., მუხლი 1) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:
,,დ) ზემო აფხაზეთში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.“.
მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ხორავა) უზრუნველყოს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.
მუხლი 3. დადგენილება ძალაშია 2013 წლის 31 ოქტომბრიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები